ETVC
ცენტრის შესახებ

ცენტრის სტრუქტურა და ადმინისტრაცია

ცენტრის დებულება და სწავლის თავისებურებები

პედაგოგები

სასწავლო პროგრამები

ცენტრის სტუდენტები და კურსდამთავრებულები

სტუდენტთა ფოტო ნამუშევრები

სტუდენტთა საკურსო ვიდეო ნამუშევრები

სტუდენტთა სადიპლომო ვიდეო ნამუშევრები

პედაგოგთა ნამუშევრები

საერთაშორისო ურთიერთობები

კონტაქტი


Iliauni.edu.ge
BAEV.GE
AFTER.GE
Geoscript.ge

2 უმაღლესი პროფესიული პროგრამა  პროგრამები


სატელევიზიო სასწავლო ცენტრი უმაღლეს პროფესიულ ორ პროგრამას ახორციელებს.

1. ტელეჟურნალისტიკა, სპეციალობა ტელერეპორტიორი;
2. ეკრანულ ხელოვნება, სპეციალობები: ტელე-კინო რეჟისურა და საოპერატორო ხელოვნება/ვიდეომონტაჟი
სამივე სპეციალობაში სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია (180 კრედიტი).

სასწავლო პროგრამების განახლებას, პედაგოგთა შერჩევას და სასწავლო გეგმების დამუშავებას ახორციელებს ოსტატთა საბჭო. თითოეულ სპეციალობას კურირებს ოსტატი, რომელიც სასწავლო თეორიული ბლოკის გარდა ზედამხედველობას უწევს სტუდენტთა პრაქტიკული ნამუშევრების წარმოებას.

ცენტრის სასწავლო განყოფილება წარმოდგენილია სასწავლო თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების კოორდინატორებით და ასისტენტებით. სასწავლო განყოფილება ადგენს ლექციებისა და პრაქტიკუმების მიმდინარეობის გრაფიკებს ოსტატთა საბჭოს მიერ დამტკიცებული და ფაკულტეტთან შეთანხმებული სასწავლო გეგმების შესაბამისად და ახორციელებს სასწავლო პროცესის კონტროლს.

ცენტრის ტექნიკური განყოფილება წარმოდგენილია შესაბამისი სპეციალობის მქონე თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესში ცენტრის სატელევიზიო და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას.

ცენტრში პედაგოგიურ მოღვაწეობას ძირითადად ეწევიან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.
ტელე-კინო რეჟისურაში - ბატონები მერაბ კოკოჩაშვილი, ზენონ კაცია, თემურ ფალავანდიშვილი, როლანდ ( მიხო ) ბორაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, გიორგი ებრალიძე.

საოპერატორო ხელოვნება/ვიდეო მონტაჟში - ბატონები ირაკლი ღლონტი, გოგი თორაძე, ილია ვაჩნაძე, გიორგი წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩატუროვი, რამაზ გიორგიშვილი, ვალერი ოდიკაძე, ვახტანგ კუნცევი.

ტელეჟურნალისტიკაში - ლუბა ელიაშვილი, მაკა მირცხულავა, რუსუდან ცხომელიძე, ელისო ჩაფიძე.

ცენტრის დირექტორია ზურაბ ოშხნელი.

      
ავტორი: Baev  8 ივლისი 2010 13:42   კომენტარები(0)    დაწვრილებით(92)

თამარ ლატარიას სადიპლომო ნამუშევარი  სადიპლომო







      
ავტორი: irakli  19 ივლისი 2010 15:32   კომენტარები(0)    დაწვრილებით(54)

ლევან კაცაძის სადიპლომო ნამუშევარი  სადიპლომო







      
ავტორი: irakli  19 ივლისი 2010 15:30   კომენტარები(0)    დაწვრილებით(50)

თაკო მეფურიშვილის სადიპლომო ნამუშევარი  სადიპლომო








      
ავტორი: irakli  16 ივლისი 2010 13:42   კომენტარები(0)    დაწვრილებით(58)

ლიკა ედიშერაშვილის სადიპლომო ნამუშევარი  სადიპლომო







      
ავტორი: irakli  16 ივლისი 2010 13:39   კომენტარები(0)    დაწვრილებით(57)


სახელი
პაროლი
 


მეგობრისგან
ალექსანდრე ბაევისგან
სხვა


ივლისი 2010 (8)
ივნისი 2010 (1)
მაისი 2010 (2)
მარტი 2010 (5)


ყველა უფლება დაცულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრი 2010
მთავარი სიახლის დამატება მთავარი რეგისტრაცია