სექტემბერში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ბათუმი 2016“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფოტოგრაფიის პროგრამის 2 სტუდენტიც მონაწილეობდა.

ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულ ამ ფესტივალის  ჟიურის შემადგენლობაში თავად ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეოპერატორი, საქართველოს ტელეოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი ბესარიონ ორმოცაძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი  და თურქეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აიტეკინ პოლატელი იყვნენ. კონკურსში სატელევიზიო სასწავლო ცენტრის წლევანდელი კურსდამთავრებულების-თეკო კუპრაძისა და ნანა სხულუხიას ფოტონამუშევრები არა მხოლოდ საუკეთესოდ აღიარეს, არამედ ბათუმის მერიის მუდმივ ექსპოზიციაში  გამოფინეს.