დებულება

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1.მოქმედების სფერო

1. ეს დებულება განსაზღვრავს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის მიზანს, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, აგრეთვე ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სატელევიზიო სასწავლო ცენტრის დებულების პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და წარუდგენს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს.
3. ცენტრის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო და წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

მუხლი 2. სატელევიზიო სასწავლო ცენტრის მიზანი და
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

For instance, if your aim is to entertain your intended reader, then what you write must start to entertain from the very start, and it has to continue to keep the reader paper writing service interested, involved, and entertained from beginning to finish.

1. სატელევიზიო სასწავლო ცენტრის მიზანია უმაღლესი პროფესიული განათლების საფეხურზე სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალისათვის შექმნას სწავლისა და სწავლების ევროპული სტანდარტების შესაბამისი გარემო.
2. ამ მიზნის განსახორციელებლად სატელევიზიო სასწავლო ცენტრი:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მართვის საუნივერსიტეტო სამსახურთან, უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიული განათლების სეგმენტში, განავითარებს უმაღლეს პროფესიულ და სხვა სპეციალურ პროგრამებს.
ბ) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მართვის საუნივერსიტეტო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით:
• უზრუნველყოფს სასწავლო კურსების, მოდულების, პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;
• ნერგავს განათლების პროცესში მართვის თანამედროვე საინფორმაციო სისტემებს;
• ხელს უწყობს სტუდენტთა შემოქმედებით აქტივობას;
• სხვა ანალოგიური პროფილის სასწავლებლებთან თანამშრომლობით ან მის გარეშე ატარებს კონკურსებს, ფესტივალებს, ”მასტერ-კლასებს”, სემინარებს, სხვა ღონისძიებებს;
• კავშირებს ამყარებს საქართველოს და სხვა ქვეყნების წამყვან სატელევიზიო საგანმანათლებლო ცენტრებთან;
• ატარებს ღონისძიებებს სატელევიზიო სასწავლო ცენტრის მუშაობის და მიღწევების საზოგადოებისთვის გასაცნობად;
• ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

თავი II
სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა და მართვა

მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. სატელევიზიო სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
2. სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი არეგულირებს სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსების შეწონასწორებულ რეალიზაციას; იკვლევს ინოვაციური პროგრამების სასწავლო კურსში ჩართვის შესაძლებლობებს და ახალ სასწავლო ლიტერატურას; მუდმივად მუშაობს დამხმარე და ძირითადი სასწავლო კურსების პედაგოგებთან. მონაწილეობს ოსტატთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით.

მუხლი 4.სატელევიზიო სასწავლო ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. ცენტრის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს ცენტრში სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას;
ბ) ფაკულტეტის დეკანს წარუდგენს ცენტრის განვითარების გეგმას, სასწავლო და შემოქმედებით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის დეკანს წარუდგენს ცენტრის სტრუქტურას და დებულებას;
დ) თავმჯდომარეობს ცენტრის ოსტატთა საბჭოსა და დამკვირვებლის სტატუსით მომქმედ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
ზ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
თ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანხმობით, წარდგინებებს აკეთებს უნივერსიტეტის შესაბამის სტუქტურებთან საფინანსო ან სხვა ნებისმიერი სახის ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
კ) ადგენს ცენტრის ბიუჯეტს და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს.
ლ) უნივერსიტეტის წესდებით, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დებულებით დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას.

მუხლი 5. ოსტატთა საბჭო

1. ოსტატთა საბჭო უზრუნველყოფს ცენტრის ძირითად და დამხმარე სასწავლო პროგრამების, სასწავლო ლიტერატურის, სასწავლო პრაქტიკული სამუშაოების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის შინაარსის განსაზღვრას.
2. ოსტატთა საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი სასწავლო წელი.
3. ოსტატთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ოსტატები, ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე (სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი).
4. ოსტატთა საბჭო იკრიბება სემესტრში სამჯერ;
5. ოსტატთა საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.

მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს დამკვირვებლის სტატუსით და უზრუნველყოფს ცენტრის კავშირს წარმოებასთან, განსაზღვრავს ახალი სატელევიზიო სპეციალობების რაობას, საჭიროების ხარისხს და მოსამზადებელ სპეციალისტთა რაოდენობას, ხელმძღვანელობს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკას; საბჭოს წევრი აგრეთვე მონაწილეობს ცენტრის სტუდენტთა საკურსო, საკონკურსო და სადიპლომო ნამუშევრების განხილვებსა და დაცვაში კომისიის წევრის სტატუსით; კურსდამთავრებულთაგან არჩევს კადრებს ტელეკომპანიებისთვის.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს თბილისში მომქმედი ნებისმიერი ტელეკომპანიის ერთი ან ორი თანამშრომელი, რომლის კვალიფიკაციას და ვინაობას განსაზღვრავს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა. საბჭოს შემადგენლობაში აგრეთვე შედიან ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.
3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი სასწავლო წელი.
4. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება წელიწადში სამჯერ – სასწავლო წლის დასაწყისში, პირველი სემესტრის ბოლოს და სასწავლო წლის დასასრულს.
5. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი. საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
6. სამეთვალყურეო საბჭო მოქმედებს ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.

თავი III
სატელევიზიო სასწავლო ცენტრის სტუდენტი

მუხლი 7. ცენტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის თავისებურებები

1. სატელევიზიო სასწავლო ცენტრის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტი, რომელიც პირველი სასწავლო წლის განმავლობაში ვერ დაძლევს სპეციალობის ძირითად დისციპლინას, არ დაიშვება სწავლების შემდეგ ეტაპზე (მეორე კურსზე) და მასთან შეთანხმებით:
ა) გადაყვანილი იქნება სხვა უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე; ან
ბ) პირადი განცხადების საფუძველზე ამოირიცხება სტუდენტთა სიიდან.

2. სტუდენტი სხვა საუნივერსიტეტო პროფესიულ პროგრამაზე შეიძლება გადაყვანილ იქნას (ან ამორიცხული) იმ შემთხვევაშიც, თუ მას პირველი სასწავლო წლის მანძილზე დაუგროვდება სამი ან მეტი ჩაუბარებელი ნებისმიერი საგანი სპეციალობის ძირითადი დისციპლინის დაძლევის მიუხედავად.

მუხლი 8. უმაღლეს სატელევიზიო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის საფასურის გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდის პირობები რეგულირდება უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 9. სტუდენტების გარიცხვა/ამორიცხვა, გადაყვანა, აღდგენა

სტუდენტის გარიცხვა/ამორიცხვა, გადაყვანა, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 10. აკადემიური შვებულება

სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს აკადემიური შვებულებით უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

თავი IV
ბიუჯეტი

მუხლი 12. ცენტრის ქონება და ბიუჯეტი
1. სატელევიზიო სასწავლო ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის ქონებით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ცენტრის დაფინანსების წყაროებია უნივერსიტეტის ცენტრის სტუდენტთა სწავლის საფასურის სახით მიღებული შემოსავალი, ცენტრის საქმინობის ფარგლებში მიღებული გრანტები, შემოწირულობანი და სხვა შემოსავლები, რომლებიც კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით არის ნებადართული.
3. ცენტრის შემოსავლების 20% მოხმარდება უნივერსიტეტის მიერ გაწეული ადმინისტრირების ხარჯების დაფარვას.

თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 13. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება დებულების მიღებისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.