იოსებ მჭედლიშვილი

0

ioseb mtchedlishviliილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის სასწავლო ტექსტუალური და ვიზუალური მასალის უზრუნველყოფის კოორდინატორი, კინოდრამატურგი უმაღლესი განათლებით, კინოსა და ტელევიზიის ლიტერატურული მუშაკი.

სამუშაო გამოცდილება – 1986 წლიდან დღემდე სცენარების, პიესებისა და წიგნების ავტორი; 2008-2011 წლებში სასცენარო და კინორესურსების პორტალის, www.geoscript.ge საიტის პროექტის შექმნის ინიციატორი და ადმინისტრატორი;

პედაგოგიური გამოცდილება – 1987-1992 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1989-1992 წლებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1991-1993 წლებში ხელოვნების აკადემია; 1992-2014 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრი;