ისტორია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ისტორია 1989 წელს იწყება. იგი დოკუმენტური და ტექნიკური ფილმების ავტორ ოპერატორის, ზურაბ ოშხნელის ინიციატივით დაარსდა სატელევიზიო ხელოვნების შესწავლის მსურველი მოსწავლეებისათვის “საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიის” სახელწოდებით.

10 წლის მანძილზე სტუდია იყო ერთადერთი სკოლისგარეშე სატელევიზიო სასწავლებელი, სადაც გაკვეთილების შემდეგ თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები სატელევიზიო პროდუქციის წარმოების ტექნიკა – ტექნოლოგიას სწავლობდნენ და თვითონვე ამზადებდნენ ტელე გადაცემებს “საყმაწვილო ტveb0007_(1)ელევიზიის” სახელწოდებით, რომლებიც 1990 წლიდან 1997 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემოდა.

1992 წელს ზურაბ ოშხნელმა ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის დაარსა “ტელეპროფილური სკოლა” რომელსაც მოგვიანებით ტელე ლიცეუმი ეწოდა, ხოლო 2000 წლიდან განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გადაკეთდა “მედიის, რეკლამისა და ტელეხელოვნების კოლეჯად”.

სტუდენტთა პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობის მიზნით  1997 წლიდან 2004 წლამდე, ლიცეუმი (შემდგომში კოლეჯი), როგორც “გარემწარმოებელი” ყოველკვირეული პროგრამით “ზუმი”  მაუწყებლობდა პირველ არხზე.

1995 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით დაარსდა საქართველოში პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა “ტელეხელოვნების უმაღლესი სკოლის” სახელწოდებით.

2007 წლის ოქტომბრიდან სსიპ მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2011 წლამდე მისი სტატუსით ახორციელებდა უმაღლეს პროფესიულ სატელევიზიო სასწავლო პროგრამებს.veb0001

2010 წელს სატელევიზიო სასწავლო ცენტრში ზურაბ ოშხნელის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ჟურნალისტის, ქალბატონ  ლუბა ელიაშვილისა და კინორეჟისორის, ბატონი თემურ ფალავანდიშვილის თანამონაწილეობით, რომელმაც შეიმუშავა ახალი პროფესიული სტანდარტები ხუთსაფეხურიანი პროფესიული განათლებისთვის.

2011-2013 წლებში ზურაბ ოშხნელმა ცენტრში მოწვეულ პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად შექმნა და წარმატებით გაიარა ხუთი სასწავლო სატელევიზიო და ფოტო პროფესიული პროგრამის აკრედიტაცია.

2016 წელს, ზურაბ ოშხნელმა,

  • ტელეკომპანია “რუსთავი-2” მონტაჟის რეჟისორთან, კოლეჯის კურსდამთავრებულთან სალომე ცხადაძესთან ერთად გადაამუშავა მოდულური პროფესიული განათლებისთვის მომზადებული სტანდარტი მონტაჟის რეჟისურაში და შექმნა მეხუთე საფეხურის ახალი მოდულური პროგრამა სახელწოდებით “ტელე-რადიო მემონტაჟე”;
  • “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორთან, ბატონ ბესარიონ ორმოცაძესთან, “რუსთავი-2” ოპერატორთან, ბატონ  გიორგი დულარიძესთან თანამშრომლობით მოამზადა მეხუთე საფეხურის ახალი მოდულური პროგრამა სახელწოდებით “ვიდეო ოპერატორი”;
  • 2016 წელს სატელევიზიო სასწავლო ცენტრის პროდიუსერის, რეჟისორის ალექსანდრე ბაევის, როგორც განათლების ფასილიტატორის  თანამონაწილეობით პროფესიული განათლებისთვის შეიქმნა მეოთხე საფეხურის მოდულური სასწავლო პროგრამა “განათების დიზაინერი”.