კოტე მირიანაშვილი

0

1364281436დაიბადა 1954წლის 30 ივნისს, თბილისში.
დაამთვარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურის ფაკულტეტი. მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1978_1987 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის რეჟისორად. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები, გადაცემათა ციკლები ხელოვნების თემაზე და სატელევიზიო სპექტაკლები.
1987 წლიდან მუშაობს თეატრში. სხვადასხვა დროს განახორციელა დადგმები თელავის,  სოხუმის, ახმეტელის, ერთი მსახიობის, თუმანიშვილის, ლიტერატურულ, მოზარდ მაყურებელთა და რუსთაველის თეატრებში.
1994 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს წაკითხული აქვს დრამატურგიის საფუძვლების, კინოს ისტორიის, ტელე-რეჟისურის, სამსახიობო ოსტატობის, მეტყველების ოსტატობის და დრამის რეჟისურის საფუძვლების სასწავლო კურსები.