როლანდ (მიხო) ბორაშვილი

0

1299770928დაბადების წელი და ადგილი – 14.10.1947 წ., ქალაქი კასპი, საქართველო.

1979 წელს დავამთავრე ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ტელერეჟისურის ფაკულტეტი (იული კარასიკის სახელოსნო).
1969 წლიდან 2006 წლამდე ვმუშაობდი კომპანია «ქართულ ტელეფილმში» ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – კინორეჟისორად (1989 წლიდან).
1996 წლიდან 2006 წლამდე ვიყავი კომპანიის დოკუმენტური ფილმების განყოფილების ხელმძღვანელი.
1995 წლიდან ვარ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2007 წლიდან დღემდე კავშირის გამგეობის წევრი.
2003 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ვხელმძღვანელობ მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს. მიკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ვარ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
გადაღებული ვარ რამდენიმე მხატვრულ ფილმში: «მაგდანას ლურჯა» (რეჟისორები – თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, 1955), «სხვისი შვილები» (რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, 1958), «მე, ბებია, ილიკო და ილარიონი» (რეჟისორი – თენგიზ აბულაძე, 1962), «ბელა» (რეჟისორი – სტანისლავ როსტოცკი, 1966), «ღიმილის ბიჭები» (რეჟისორი – რეზო ჩხეიძე, 1969).
კომპანია «ქართულ ტელეფილმში» გადავიღე 35 დოკუმენტური და 2 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.
ტელეკომპანია «მზეში» მომზადებული მაქვს როგორც რეჟისორს, 5 გადაცემა სატელევიზიო პროექტიდან «ჭადრაკის დაფა».
ჩემს მიერ გადაღებული ფილმები დაჯილდოებულია:
«ფანჯარა» – საკავშირო ფესტივალის პრიზი (კიევი – 1980), საერთაშორისო კინოფესტივალი «ოქროს სინერაილი – 2003»-ის მთავარი პრიზი, ქალაქი ლილი, საფრანგეთი;
«მერი» – ტამპერეს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი, ტამპერე, ფინეთი, 1990;
«თავშესაფარი» – საერთაშორისო კინოფესტივალის «ოქროს რაინდის» ჟიურის სპეციალური პრემია, მოსკოვი,1978;
«შემსრულებელი» – საერთაშორისო კინოფესტივალი «ოქროს არწივი» – ქართული კინო-აკადემიის სპეციალური პრიზი, ბათუმი, 1995;
«ცარიელი სივრცე» – საერთაშორისო კინოფესტივალების «კინო-შოკი» (ანაპა – 2001) და «ოქროს რაინდი» (მოსკოვი – 2002) პრიზები; აშდოდის (ისრაელი – 2005) საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, ფიპრესის პრიზი და მუნიციპალიტეტის პრიზი.
«გზა მაცხოვრისა» და «დედაო ღვთისა» – 2004 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემია კინოხელოვნების დარგში; მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალ «პოკროვის» პრიზი (კიევი, 2007), საერთაშორისო კინოფესტივალ «Magnifikat»-ის ჟიურის სპეციალური პრიზი (მინსკი, 20080.

ღირსების ორდენი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის (2008 წელი)