პირველადი დახმარების ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისთვის

0

15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სატელევიზიო ცენტრს მომავალი ექიმები სტუმრობდნენ. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ცენტრის სტუდენტებს პირველადი გადაუდებელი დახმარების აუცილებელი წესები გააცნეს. ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში სწორად მოქმედების სწავლებას ისახავდა მიზნად. დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებმა მეტი თვალსაჩინოებისა და პრაქტიკისთვის სპეციალური მულაჟები გამოიყენეს. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სიუჟეტების მომზადებასთან ერთად, ცენტრის სტუდენტებმა პირდაპირი ჩართვის იმიტაციაც მოახდინეს.
სასწავლო სატელევიზიო ცენტრში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.