თემურ ფალავანდიშვილი

0

დაბადების თარიღი-  26 მაისი 1940წ.

განათლება –   1956-59 წწ.  თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი,სარეჟისორო ფაულტეტი. 1959-64  მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, სარეჟისორო ფაკულტეტი.

პროფესიული საქმიანობა

1964 წლიდან კინოსტუდია  „ქართული ფილმი“, რეჟისორი._1402999623

1978-94 წწ.  ტელევიზია,  პირველი არხი, რეჟისორი.(შეთავსებით)

1992-2007  ქართული ფილმის დირექტორატის წევრი..

1995-97,  2007-2012  ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,პედაგოგი.

1999-2010  შოთა რუსთაველის სახ. თეატისა და კინოს უნივერსიტეტი პედაგოგი.

2007- 2012  მასმედიის აკადემია, პედაგოგი.

2007- დღემდე,  ილიაუნის სატელევიზიო  სასწავლო ცენტრი, პედაგოგი.

1995-96  მონაწილეობა საქართველოს საავტორო უფლებათა კანონის მომზადებაში.

1996-97   ვმუშაობდი საქართველოს „კანონის კინოს შესახებ“ მომზადებაში.

1991-1998 ყოველთა ქართველთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

ფილმოგრაფია:

მოკლემეტრაჟიანი: „მიმინო“, „გოგონა და ჯარისკაცი,“  „ჩამავალი მზე“, „წყარო გზის პირას,“  „თეთრი ქვები.“

სრულმეტრაჟიანი:  „მზე შემოდგომის“,  „მოხეტიალე რაინდები,“  „რაჭა, ჩემო სიყვარულო,“  „ჯადოსნური ღამე,“ „წერილები ბამიდან,“ „ახალი არკადია“, „ოხ , ეს საშინელი ტელევიზორი.“

დოკუმენტური:  „სამანი“( 9 აპრილი),  „მორიელის სინდრომი“ (აფხაზეთის კონფლიქტი), „გასროლა“,  „აკაკი წერეთელი“,  „აკაკი ბაქრაძე“.

პრემიები:  „ჯადოსნური ღამე“ – მთავარი  პრიზი ვილნიუსის ფესტივალზე  „ზღაპარი“, 1983 წ;    „სამანი“ ჟიურის პრიზი,1999წ;  „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, მაყურებლის პრიზი, ბრატისლავა, 1976წ.